
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.