
უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსანს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი დირექტორის, სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
„გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეამოწმეს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობის გარემოება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი თავისთვის სროლას“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ.
ცნობისათის: 22 თებერვლის ღამეს, ლეონიდ კოჟარას სახლში სტარიცკის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. იარაღი სახლის მეპატრონეს ეკუთვნის. კოჟარა და მისი მეუღლე ამტკიცებენ, რომ სერგეი სტარიცკიმ თავი მოიკლა.