
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი ოჯახის ეზოში სუფრას შლიან. პოლიციელებმა კარანტინის წესების
დამრღვევი მოსახლეობისთვის ხელის შეშლა სცადეს, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა.