
საგარეჯოში ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გოგოს "მოტაცების" ბრალდებით ორი პირი
დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თებერვალს დაკავებულებმა 16 წლის გოგოს ცოლად
მოყვანის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გატაცებული გოგო იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.
პოლიციამ დაკავებულები 8 თებერვალს დედოფლისწყაროში დააკავა. გამოძიება არასრულწლოვანისათვის თავისუფლების
უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს