-
2020-02-09 12:03
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის"
220 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.