
ქმარსა და შვილებზე ძალადობის გამო 34 წლის ქალი დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს – 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს – 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.