
დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გარდაცვლილი მოზარდის სამოქალაქო
პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზინდენტიც მივიდა.
“ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.