
12 დეკემბერს აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მისი და სხვა აქტივისტების დაკავების ფაქტს წინასწარ გამიზნულ ქმედებად მიიჩნევს და მმართველ გუნდს გაფრთხილებით მიმართავს.
“ამით ვერაფერს გააკეთებენ, ვერ გაგვაჩერებენ ვერც ერთ შემთხვევაში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ , რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ და ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ნორმალური განვითარების შესაძლებლობა- ხელისუფლება არ იყოს მიტაცებული. „ქართულ ოცნებას” მივმართავ, რომ ამ აბსურდის თეატრს რაც მალე დაამთავრებთ, თქვენთვის უკეთესია და თუ არ დაამთავრებთ, კიდევ უფრო ჩამოიშლებით” - განაცხადა ვაშაძემ