
დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პირველი ღია კენჭისყრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება.
მეორედ კანდიდატებს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
საკანონმდებლო ორგანოსთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან : თამატ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტიძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.