
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს თქმით სამწუხარო ფაქტია, როდესაც ოპოზიცია პრეტენზიებს გამოთქვამს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ.
როგორც კილაძე განმარტავს, კანდიდატების შერჩევის პროცესი დასავლური სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და დეპუტატები კარგად გაიაზრებენ თუ ვის დაუჭირონ მხარი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია სასამართლოს რეფორმისთვის და მეტიც, მათ პროკურატურას დაუმონეს სასამართლო, ამ ადამიანებისგან ვიღებთ პრეტენზიებს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დასავლური სტანდარტების სრული დაცვითაა ჩატარებული. გეთანხმებით იმაში, რომ თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს, ვის უჭერს მხარს. მეც ძალიან კარგად გავიაზრებ, ვის დავუჭერ მხარს და ვის - არა. არიან კონკრეტული კანდიდატები, რომლებსაც მხარს ვერ დავუჭერ. წინასწარ ამაზე ვერაფერს გეტყვით“ - განაცხადა კილაძემ.