-
2019-12-05 18:04
“მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მოწმის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
გვარამია მის სოციალურ გვერდზე აქვეყნებს მისთვის გაგზავნილ უწყებას, სადაც წერია, რომ 6 დეკემბერს 11:00 საათზე იგი დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით დაკიხვაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიბარეს.
“ მარტივად:
სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.
საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.
ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც
- არც თავისი ნებით მიდის
- და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს
ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და
- უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !
სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და - სამშობლოს დავკარგავთ. “ –აქვეყნებს ნიკა გვარამია