-
2019-12-05 16:58
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას პოლიტიკურ დასასრულს უწინასწარმეტყველებს.
მისი თქმით, ივანიშვილს თაღლითობასა და ტყუილებს ქართველ ხალხთან ერთად მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება და ეს იქნება მისი საზღაური თავის დანაშაულებზე. იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს. ტყუილად კი არ იბეჭდება ეს საერთაშორისოდ. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, ასეთი მოტყუება საკუთარი მოსახლეობის არავის ახსოვს. ახლა დგანან და გაიძახიან, რომ არაფერ შუაში არიან და ყველაფერს ერთეულ დეპუტატებს აბრალებენ. ვინ ეკითხება შიოლაშვილს ან რომელიმე მანდ მყოფს, რა როგორ წარიმართება? - ამ ყველაფრის სათავეში ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც თავის მარიონეტებს ატრიალებს, როგორც სურს ისე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში ჩართულები არიან ემიგრანტებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოხატავენ პროტესტს. ბოქლომების პროტესტმა თავისი სიმბოლურობა შეიძინა, რადგან „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს ნათლად. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე დაბოქლომებული აქვთ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს. ეს ქვეყანა ასაშენებელია და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“ - განაცხადა ვაშაძემ