
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა საზოგადოება ბრალს ყოველთვის მმართველ გუნდსა და მის მხარდამჭერებს სდებს.
მისი თქმით ხელისუფლების მხრიდან მოქმედებაც და უმოქმედობაც კრიტიკას იწვევს, რაც გაუმართლებელია.
მინისტრს მიაჩნია, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ და შემდგომში მოქალაქეებს თბილი წყლის ჭავლის გამოყენებას პირდება.
„ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.