
29 წლის ნინო ჭითანავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლემ სამი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რასაც დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა.
ბრალდებულმა ქალმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა.