
როგორც „ალია“ წერს, ჯოკია ბოდოკიამ გადაწყვიტა 11-დან 15 წლამდე ციხე არ ხეხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რაც საპროცესო გარიგებით დასრულდება.
„ამ შეთანხმებით, თუ ბოდოკია დაასახელებს მერიის სხვა მაღალჩინოსნებს, ვინც ამ გარიგებაში მონაწილეობდნენ და ვისთვისაც ამ ქრთამის ნაწილი უნდა მიეტანა, მას სასჯელის ზომას შეუმსუბუქებდნენ.
მას გამოძიებისთვის დაუსახელებია ყველა ის პირი, ვინც ამ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდნენ.
მათ შორის, მარგიშვილი და ხელაიაც არიან. ბოდოკიას ეს გადაწყვეტილება დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, თუ გავიხსენებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ციხიდან შემოუთვალა მერიის მაღალჩინოსნებს, დროზე გამიყვანეთ აქედან, თორემ ყველაფერს დავფქვავ და თქვენც გვერდით მოგისვამთო.
გარდა ამისა, ბოდოკია მზად ყოფილა, ამ საქმის გარდა, მერიის სხვა სამსახურების კორუფციული სქემების გასაშიფრად, რის შესახებაც მას ინფორმაცია ჰქონდა და დაასახელოს ამ სქემებში მონაწილე დიდმოხელენი.
მოკლედ, შესაძლოა, ერთი ჯოკია ბოდოკია ძალიან დიდ თავისტკივილად ექცეთ დავით ნარმანიასა და მის თანაგუნდელებს“, - წერს „ალია“.