
გვიან ღამით ბათუმში ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან 25 წლის გოგონა გადმოაგდეს.
დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობა სასტუმროს წარმოადგენს, სადაც ახალგაზრდა ქალები მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ.
იგივე ინფორმაციის თანახმად, გოგონა სამმა მამაკაცმა გადმოაგდო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გადმოვარდა თუ გადმოაგდეს გოგონა, გამოძიება დაადგენს.