-
2015-02-20 11:52
საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრის, თამარ ცინცაბაძის თქმით, არ არის გამორიცხული ჯოკია ბოდოკიამ დაასახელოს იმ პირთა წრე, ვისთანაც მიჰქონდა თანხა.
„პროკურატურის მიერ ჩატარებული ღონისძიებები უარყოფითად უნდა შევაფასო.
დააკავეს მხოლოდ ქვედა რგოლი და არ გამოაჩინა პროკურატურამ, თუ ზემოთ სად მიდიოდა ეს თანხა.
არ გვაქვს სრული წარმოდგენა, როგორია ის ჯაჭვი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ სტრუქტურაში.
როგორ ფიქრობთ, ერთადერთი თანამშრომელი ბოდოკია იყო, სხვა არ მონაწილეობდა ამ საქმეში?
ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს შესაბამისი ორგანოების უსუსურობას.
„ნაცმოძრაობის“ დროსაც მოხდა იგივე შემთხვევა, კანცელარიის კართან თანამშორმელი დააკავეს და ფაქტი იყო, რომ ვიღაცასთან მიჰქონდა თანხა. არ მისცეს საშუალება, რომ მიეტანა.
ზუსტად იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. არ არის გამორიცხული, ბოდოკიამ დაასახელოს იმ პირთა წრე, ვისთანაც მიჰქონდა ეს თანხა", - აცხადებს ცინცაბაძე.
„ახალი თაობა“