ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ესროლეს და ფილტვში, მკლავსა და თავში დაჭრეს

Image

"გურიანიუსის" ცნობით, გუშინ, ლანჩუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე (ცანცუა) დაჭრეს.

 

როგორც მისმა მეუღლემ, იამზე ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ცინცაძე იური ვაზაგაშილის დაკრძალვიდან ახალი დაბრუნებული იყო:

 

- დაკრძალვიდან მეგობართან მივიდა. როგორც ვიცი, სუფრიდან ახალი ადმგარი იყო და ფანჯარასთან იდგა. სწორედ ამ დროს მოხდა გარედან გასროლა, -აცხადებს მეუღლე. მისივე ინფორმაციით, ცინცაძეს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჩხაიძის თქმით, იმ ოჯახში, სადაც ცინცაძე სტუმრად იმყოფებოდა, ორი ძაღლია მოწამლული. მომხდარზე უკვე დაწყებული გამოძიება. 

 

"რუსთავი-2"-ის ცნობით კი, ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში მოთავსებულ ცინცაძეს ოპერაციას ვერ უკეთებენ, რადგან ერთი ტყვია მას ფილტვში აქვს მოხვედრილი.

 

ამჟამად, პაციენტს განმეორებითი გამოკვლევისთვის ამზადებენ. 

 

ამავე წყაროს ცნობით, ნუგზარ ცინცაძე ყოფილი გამგებლის ოჯახში ფანჯარასთან იდგა, როდესაც მას ეზოდან ცეცხლი გაუხსნეს. სამართალდამცავთა განცხადებით, ეჭვმიტანილთა ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებები მათ დასაკავებლად.

 

ნუგზარ ცინცაძეს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი - ფილტვში, მკლავსა და შუბლში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !