-
2015-01-25 22:12
ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და მატერიალური მხარდაჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება.
სისხლის სამართლის კოდექსში ამ მიმართულებითაც ახალი მუხლი იდება, რომელიც შსს-ს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთით 8-დან 14-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის – პასუხისმგებლობას 17-დან 20 წლამდე ვადიანი პატიმრობით.
"ინტერპრესნიუსი"
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26