-
2015-01-21 02:28
"არანაირი უდანაშაულობის პრეზუმფცია და რაღაცეები არ სჭირდება ამას, აიყვანეთ დროზე იმ სპეცოპერაციის მონაწილეები, მაგათი გაკეთებულია ეს. დროზე გამოიძიეთ, თორემ მე შევუერთდები ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას და ცოტა ძნელი მოსარევი ვიქნები", - ამბობს რეზო ამაშუკელი "ასავალ-დასავალის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ის ნაციონალებს "ღორისშვილებს", "დამპლებს" უწოდებს და დედის ატირებითაც ემუქრება: "დედას გიტირებთ, ეს იყო ბოლო წვეთი... გაიხადეთ აყროლებული ბოტასები, ხუთი წელი რომ გაცვიათ... მივმართავ ნანუკა ჟორჟოლიანს... და ენა ჩაიგდეთ საერთოდ... ის აფთრების ოჯახი როა კიდე, ახალაიების... აღარ მოგითმენთ ქართველი ხალხი ამას...", - ამბობს ამაშუკელი.
რეზო ამაშუკელი აუგდა მოიხსენიებს ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარეს და ვინმე "კარალევა მარგოს", ასევე დუტა სხირტლაძეს და "სხვა მომღერლებს", ხოლო ვახტანგ ხმალაძეს "ფანქარზე წამოცმულ საშლელს" ადარებს...