
„კურიერის“ ინფორმაციით, კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აფეთქების დროს გარდაიცვალა.
იური ვაზაგაშვილის ძმის შვილის, გიორგი ვაზაგაშვილის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა.
სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ყვავილების ჩასადებში იყო ჩამონატაჟებული.
გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი საფლავზე მარტო იმყოფებოდა.