
„ქრონიკა +“-სთან ინტერვიუში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეობა ძალიან ძნელია.
„ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე გავლენები კიდევ რისი ბრალია იცით? - მოსახლეობის დაბალი ფენების დაბალი განათლების!
სამართლებრივი ცხოვრება რომ განუვითარებელია და დაბალი დონეა, ამ ხალხიდან გადის მერე ის ხელისუფლებაში და ჰგონია, რომ ასე უნდა იყოს!
ამათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჰგონიათ, რომ შეხვალ და რასაც გინდა, ეტყვი!
სულ სხვა სფეროა სამართალი, არ შეიძლება, ვინმემ მიკარნახოს, როგორ გადავწყვიტო საქმე, ამაზე მხოლოდ მხარეებმა უნდა იდავონ!“, - აცხადებს გამყრელიძე.