ჯაბა იოსელიანი 1992 წელს, დსთ-ში შესვლაზე: „რატო არა? რა შუაშია რუსეთი? ამხელა კულტურის ხალხია...“

Image

პროფესორი დოდონა კიზირია თენგიზ კიტოვანთან 1992 წლის იანვარში ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ „ფეისბუქზე“ უკვე ჯაბა იოსელიანთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც იმავე დღეს, ტელევიზიის სახლშია ჩაწერილი.

 

ჯაბა იოსელიანი თბილისში იმ დროს არსებულ ვითარებაზე საუბრობს, ხოლო ვრცელი ინტერვიუს ბოლოს, პასუხობს რა შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა ხელმოწერას დსთ-ში შესვლაზე, სახელმწიფო მოწყობის სესახებ საკუთარ მოსაზრებასაც აყალიბებს:

 

დოდონა კიზირია:- აპირებთ თუ არა ესენგესთან ხელის მოწერას?

 

ჯაბა იოსელიანი:- მე იცით, ის, ჯერ არც კი ვიცი, რომ რა, კონკრეტულად ის რა არის და... თუკი იქნება ისეთი მექანიზმი დაცული, თუკი იქნება დაცული, რომ ჩვენ შეგვიძლია ავტონომიური, ესე იგი, ავტომატურად გამოვიდეთ შემთხვევაში და იქნება გარანტიები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, და საერთოდ სახელმწიფოებიდან რაღაც, რატო არ შეიძლება? რატო რა არი?

 

რა და იდეა ფიქსი, რომ მაინცდამაინც იქ არ უნდა ვიყოთ. რატო რო? ასე რომ წავიდეთ ჩვენ ეხლა რა, ირანელები ან თურქები უკეთესები იყვნენ, რა, რომ ჩვენ იმათთან რაღაც გვქონდა საერთო? ისტორიულად თუ გავზდიეთ, მადლობას იმას შობა. რა შუაშია რუსები? ამხელა კულტურის ხალხია, ამხელა...

 

როგორ შეიძლება მაგი!? ეს, ეს არის პროვინციალიზმი. ვითომ ეროვნული. ეს მაშინ, რაზედაც სპეკულირებდა ზვიად გამსახურდია. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ. სისულელეებია! შეიძლება მივიღოთ, არ ვიცი. შეიძლება არ მივიღოთ.

 

ჩვენ... მე, მაგალითად, რომ მკითხოთ, მე პირადად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა იყოს მონარქია, კონსტიტუციური, პარლამენტური მონარქია. უკვე ავტომატურად ჩვენ ვიქნებით დაზღვეული... ჩვენ ვიქნებით ლამაზი პატარა ქვეყანა, გვეყოლება ჩვენი პატარა მეფე.

 

ჩვენ არ გვეყოლება ის... ის... რა ქვია... დიდი არმიები. გვეყოლება პატრა ჯარი და ჩვენს თავს მოვუვლით და იგივე რუსეთთან ჩვენ შეიძლება, ჩვენ შევიდეთ, მაგრამ ჩვენ უკვე შევალთ, როგორც მონარქია. უკვე ავტომატურად ვიქნებით დაზღვეული იმისაგან, რომ ჩვენ რაღაც კონსტრუციებმა ჩვენ დაგვაკავშირონ იმასთან და ვეღარ გამოვიდეთ.

 

ესე იგი, მე ვამბობ პოლიტიკური და, ესე იგი, სახელმწიფოებრივი და ეკონომიური კავშირები და... ჩვენ როცა ვიქნებით მონარქია, ძალაუნებურად... ეხლა კომუნისტური, მაგალითად, იგივე უზბეკისტანი იქნება თუ... ჩვენ ხომ ვერაფერს დაგვავალებს. იმიტომ რომ ჩვენ ვიტყვით, აგერ სარდალი, აგერ მეფე და ელაპარაკეთ იმათ.

 

დ.კ. - გყავთ მეფის კანდიდატი?

 

ჯ.ი. (იცინის) - მე არც კი ვიცი, არსებობს თუ არა ეს, მაგრამ მე ვამბობ, ისე, იდეაში. რაღაც იმიტომ, რომ ვარ იმ რეგენტთ საბჭოს წევრი და ვფიქრობ, რომ მე, მაგალითად, ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ საქართველოში იქნებოდეს ეს...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !