
გაერო-ს სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 37%-ით შეიძლება გაიზარდოს, თუმცა დემოგრაფიული მატება ყველა ქვეყანას არ შეეხება.
რამდენიმეწლიანი დეტალური კვლევების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომელიც სოციალური რეგრესის გზას ადგას და მომავალ ათწლეულებში შესაძლოა, საერთოდ გაქრეს მსოფლიოს რუკიდან.
„მომავალი ასეთია, რომ 2050 წლისთვის სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის მოსახლეობის წილი იქნება უკვე 62%, ხოლო ქართველების – 18%. ასეთი მძიმე მდგომარეობა იქნება, თუ რამე არ ვიღონეთ.
რაოდენობრივად ყველაზე მეტი საქართველო იყო სამხრეთ კავკასიაში და 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობა აზერბაიჯანის მოსახლეობაზე მეტი იყო 300-400 000-ით, მაგრამ 1965 წელს საქართველოს მოსახლეობა გათანაბრდა აზერბაიჯანის მოსახლეობასთან და ამჟამად აზერბაიჯანის მოსახლეობამ მიაღწია თითქმის 10 მილიონს, როცა საქართველოს მოსახლეობა, მიმდინარე აღწერის მიხედვით, 4 მილიონ ნახევარია.
საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოსახლეობის უკანასკნელი საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც საქართველოში 3668 სოფელი აღირიცხა.
აქედან 3050 სოფელში ეროვნებით ქართველი მოსახლეობა ჭარბობდა, 171 სოფელში – აზერბაიჯანელი, 139-ში – სომეხი, 103-ში – ოსი, 26-ში – ბერძენი, 8-ში – ქისტი, 4-ში – ავარელი, 3-ში – რუსი და ა.შ. ამ სოფლების მოსახლეობამ 2087 კაცი შეადგინა, ანუ ორ უკანასკნელ აღწერათა შორის პერიოდში (1989-2002 წლები) 323 ათასი კაცით შემცირდა და მთელი მოსახლეობის 47,7% შეადგინა.
ამავე აღწერის მონაცემებით, 5 000 კაცზე მეტი ცხოვრობდა 28 სოფელში, მათ შორის, პირველ ადგილზეა მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო – 9 486 კაცი, მეორე ადგილი უკავია მცხეთის რაიონის სოფელ დიღომს – 8 746 კაცი, მესამე – თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას – 8 270 კაცი და ა.შ. ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელია გაუკაცრიელებული – გაცივდა უკანასკნელი კერა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს.
10 კაცი და უფრო ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში, ხოლო 905, ანუ ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ კაცამდე მცხოვრებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად მთის ძნელად მისადგომ სოფლებში უგზოობის, უშუქობისა და ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე მოხუცებიღაა დარჩენილი, რომლებიც უიმედოდ ითვლიან თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს“, - განაცხადა დემოგრაფმა, პროფესორმა ანზორ თოთაძემ გაზეთ „ქრონიკა +“-სთან ინტერვიუში.