
მსვლელობა წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან ამ წუთებში დაიწყო. აქციის მონაწილეები აპირებენ მსვლელობა „კაზანტიპის“ გამართვის ადგილამდე გამართონ.
სასულიერო პირთა განცხადებით, მათი აქცია მშვიდობიანია და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნუ დაუშვებენ გარყვნილებას და საქართველოს „სოდომ-გომორად“ ქცევას.
აქციაში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები მონაწილეობენ. მათი თქმით, რა სახეს მიიღებს მომავალში მათი პროტესტი, დღევანდელი აქციის დასრულების შემდეგ გადაწყვეტენ.