
"რეპორტიორთან" საუბარში გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ძალიან მალე დადებს საბუთებს, საიდანაც ცხადი გახდება, რომ კარლ ბილდტი კორუფციაში იყო ჩართული და ფულს ლობისტურ კომპანიებს შორის ანაწილებდა.
„ძალიან მალე დავდებ საბუთებს, სადაც კარლ ბილდტი პირდაპირ იქნება მხილებული. დაახლოებით თვენახევარში ამომწურავი ინფორამაცია მექნება თუ როგორ ღებულობდა კორუფციულ ფულს კარლ ბილდტი და როგორ ანაწილებდა ევროპაში სხვადასხვა ლობისტურ ორგანიზაციებში.
ერთადერთი ფიგურა, რომელზეც წუხს კარლ ბიდლტი და მისი კომპანია ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, რომელიც ასევე დადანაშაულებულია მძიმე კრიმინალურ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში."- განაცხადა გოგა ხაიდნრავამ "რეპორტიორთან".