
ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორიას მრჩევლად 22 წლის კრუპიეს დანიშვნამ დიდი სკანდალი გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ამ ამბის გახმაურების შემდეგ თაკო ლაშხია სამსახურში აღარ მისულა.
სოციალური ქსელიდანვე ირკვევა, რომ თაკო ლაშხია სამსახურიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს და შემცვლელიც მალე მოუძებნეს.
მის ადგილას ანი ბერულავა დაინიშნა. „NEWSINFO“-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის გამგეობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.