
პიარმენეჯერის თქმით, ის მთელი წელი ცხოვრობს იმიტომ, რომ მოვიდეს ზაფხული და გემრიელად დაისვენოს.
„წელს თურქეთში დავისვენე, ქემერში, ჩემს შვილთან, ნიკუშასთან ერთად. ორი წელია, ზაფხულში ერთად ვისვენებთ.
შარშან ეგვიპტეში ვისვენებდით, წელს თურქეთში და იმედია, გაისადაც დავგეგმავთ უცხოეთის რომელიმე ლამაზ სანაპიროს.
იმდენად დიდი და ჩამოყალიბებული ბიჭია ნიკუშა, რომ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის დასვენების დროს.
თან, წყალბურთელია და უყვარს ზღვა და წყალი. პატარა რომ იყო არ დამყავდა ზღვაზე, ახლა კი დიდი ბიჭია.
ნამდვილი ჯენტლმენია, ისე მივლიდა და მანებივრებდა, უნდა გენახათ. 12 წლის არის, მაგრამ ნამდვილი მამაკაცია, ისე მემსახურებოდა, თქმაც არ სჭირდებოდა“, - აღნიშნა ხატია შამუგიამ.
„თბილისელები“