
20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიიდან განმუხურამდე სტარტს იღებს „კაზანტიპის“ ყველაზე მაშტაბური პროექტი ათასობით სტუმრით.
სწორედ ამიტომ, არასასურველი ექსესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს გზავნის.
24 საათის განმავლობაში ადგილზე იმორიგევებს 2 კატასტროფის და ერთი გულის მანქანა, სულ 3 ჯგუფი.
ამას გარდა, გამოიყოფა ტერიტორია ამბოლატორული მომსახურებისთვის. ზუგდიდის კლინიკაში კი გამოიგზავნება დამატებითი ექიმების ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე, პროექტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „რესპუბლიკა კაზანტიპში“ იმორიგევებს მაშველთა ჯგუფი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და ეკონომიკურ მხარეს. არაერთხელ ითქვა, რომ „რესპუბლიკა კაზანტიპის“ გრანდიოზული პროექტი, საქართველოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს პირდება. უფრო კონრეტულად მცირე მონახაზი:
13 აგვისტოს, 11 საათზე, ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი იხსნება, რომელიც 200-ზე მეტ მოვაჭრეზეა გათვლილი.
იმავე დღეს გაიხსნება ავტოპარკი, სადაც უკვე 500-ზე მეტი ტაქსია დარეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანაკლიიდან განმუხურამდე :
იხსნება 16 ბარი, ბუნგალო და ლაუნჯი , სადაც მშენებლობებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი.
20-მდე მშენებარე ან ახლადგახნილი კაფე, საოჯახო სასტუმრო ანაკლიის ტერიტორიაზე. რამდენიმე ასეული საოჯახო სასტუმრო და 17 ათასი დასაძინებელი ადგილი: ანაკლიაში, განმუხურში, დარჩელსა და კახათში. ერთი ადგილის ფასი 15-დან 80-ლარამდე.
ახალი კარვების ქალაქი განმუხურში. სულ 2500 კარავი, 5 ათას კაცზე გათვლილი ბანაკი. კომფორტული პირობები: საშხაპეები, საპირფარეშოები შემნახველი საკნები.
რაც შეეხება უკვე დაუვიწყარ ზაფხულს და გართობას:
ჩამოდის : მსოფლიოში საუკეთესო 200-მდე მუსიკოსი, არტისტი და DJ მსოფლიოს 30-ზე მეტი სახელმწიფოდან.
მათ შორის : დოლფინი, სექვოია, ჯეიმს ჯონსი, გაი გერბერი.... პროექტში მონაწილეობს 15-მდე ქართველი მუსიკოსი.
„კაზანტიპის“ ორგანიზატორებმა ანაკლიაში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსაყვანად 2.5 მილიონი დოლარი დახარჯეს.
20-დან 50 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ანაკლიაში. პროექტზე დასასწრებად დიდი მოთხოვნის გამო „კაზანტიპის“ ორგანიზატორებმა რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობი გაზრდა გადაწყვიტეს. ანაკლიაში კაზანტიპის ტერიტორია 450 ათასამდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, ზღვის სანაპირო ზოლი კი 2800 მეტრს აჭარბებს.
სპორტული ღონისძიებები: პლაჟის ფეხბურთი, ფრენბურთი, წყლის თხილამურები, ფრიზბი, ბაიკები. ქვიშის ფეხბურთში მსოფლიო თასი 20-25 აგვისტო.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ანაკლიიდან განმუხურამდე „კაზანტიპი“ მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალების Top -10-ეულში მე-4 ადგილს იკავებს. „კაზანტიპი“ ლონდინის ფესტივალს სამი პუნქტით წინ უსწრებს. „კაზანტიპი“ ყველა დროის ყველაზე გრანდიოზული პროექტია მთელ რეგიონში.
ყურადღება ! ყურადღება!
უკრაინელი და ქართველი გოგონებისთვის უფასო ვიზების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 აგვისტო