
გავრცელებული ინფორმაციით ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია „იმედიდან“ საკუთარი გუნდით გაუშვეს.
ტელეკომპანიის პროდიუსერმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში მოსალოდნელი ცვლილებები დაადასტურა, თუმცა მის წასვლასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა::
„ცვლილება ნამდვილად იგეგმება, მე არ ვარ წამოსული „იმედიდან“. რა და როგორ იქნება, ეს ცოტა ხანში გაირკვევა. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია. ეს უკვე ვთქვი ერთხელ და რა საჭიროა ორჯერ კითხვის დასმა?“ - განაცხადა ნოე სულაბერიძემ.