
ვიდეოპორტალებზე ვრცელდება კადრები, რომლებიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა გადაღებული.
კადრებში ჩანს, რომ გულშემატკივართა ჯგუფს, რომლებსაც ტრიბუნებზე ჰქონდათ პლაკატი ცნობილი წარწერით "პუტინ *უილო!", მისი გაშლის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. გაურკვეველია, ძალოვნები შსს-ს თანამშრომლები არიან თუ სტადიონის ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული დაცვის კერძო ფირმის თანამშრომლები.