
Philippines Star-მა მსოფლიოს ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ აუწყა: 3 წლის ფილიპინელი გოგონა, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად მიიჩნიეს და დაკრძალვასაც უპირებდნენ, ეკლესიაში, კუბოში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან მოულოდნელად გამოვიდა.
სამგლოვიარო ცერემონიის ერთერთმა მონაწილემ კუბოს სახურავი შემთხვევით ახადა და შეამჩნია, რომ ბავშვი გაინძრა, რაც სასულიერო პირსა და მშობლებს შეატყობინა.
ბავშვს პულსი გაუსინჯეს და აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალი იყო, რის შემდეგაც სასწრაფოდ წყალი ასხურეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გოგონა სახლში გაწერეს.