
ყოფილი პარლამენტარი თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას არ ემადლიერება, თუმცა ლელა მისი მეგობრის შვილია და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„ლელა არის ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილი. სვანეთის უბნელია შალვა და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ლელას ქმარმა დააქცია ჩვენი ოჯახი მერობის დროს, ამ გოგოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დღემდე მიყვარს.
გიგი უცნაური ბიჭია, ფეხებზე ჰკიდია ოჯახიც და სხვა დანარჩენიც, დაანგრია ყველაფერი. ნახავდნენ სადმე ერთად, რა საფუძველი უნდა ჭორს?
გუკაც ოთხ საათზე იძინებს და ლელაც, დაქრიან ბარებში. ან უცხოეთში შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ნახავდა ვინმე. გუკა მანქანით რომ მოძრაობს, ნახევარზე მეტს იმალება. ჩემი მძღოლი მიჰყვება ხოლმე...“, -აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
„რეიტინგი“