-
2014-07-10 21:33
ყოფილი ჟურნალისტი და სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებების ავტორი, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე "საერთო გაზეთთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ კრიმინალის გაშუქება პირველ ბლოკში არ შეიძლება და რომ "მედისაშუალებებს ძალიან გასაგებად, ნათლად და პრინციპულად" უნდა მოსთხოვონ, რომ რეალობა სახონ, ხოლო ფაქტების გაყალბება არ გამოვა.
„ჩვენ, უბრალოდ, მედიასაშუალებებისგან უნდა მოვითხოვთ ძალიან გასაგებად, ნათლად და პრინციპულად ის, რომ მათ ობიექტურად ასახონ რეალობა, რომელიც არის ამ ქვეყანაში და ფაქტების გაყალბება, როგორც ასეთი არ გამოვა.
ანუ სიცრუის წახალისების უფლებას არავის მივცემთ და სწორედ ამ კუთხით უნდა იმუშაოს ყველა პრესსამსახურმა და გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც რეალობას შეესაბამება...
არ შეიძლება ამ დონის კრიმინალის გაშუქება პირველ ბლოკში, სხვანაირად მოაბამენ ამას კუდს და არ შეიძლება...
ეს ალბათ უნდა ჩაანაცვლოს გარკვეულწილად ისეთმა ინტელექტუალურმა სიუჟეტებმა, სადაც ადამიანები საკუთარ აზრებს გამოხატავენ“ - აცხადებს „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში ელისო ჩაფიძე.