
როგორც ჩანს, პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქვეუანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ციხიდან აკვირდება.
დღეს იგი „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან დავით ნარმანიას და ნიკა მელიას შორის გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
„გავიგე ნიკა მელიას ნარმანიასთან გუშინდელ დებატებში გერმანიის შედეგი გაუმეორებია. მიდი ნიკანორ, ფინალში უკვე ხარ, აბა შენ იცი“, - წერს გიგი უგულავა.