საბავშვო გადაცემა "ფერადი ამბები", რომელიც ზუგდიდის ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში განახლებული ფორმატით 15 სექტემბრიდან გავა ეთერში, ახალი წამყვანით ხვდება ახალ სატელევზიო სეზონს: გადაცემას სანდრა ელისაბედ რულოვსი გაუძღვება.
პირველი გადაცემა მის მშობლიურ ქვეყანას- ჰოლანდიას ეძღვნება. მაყურებელი ახლოს გაიცნობს ჰოლანდიას და გაიგებს, თუ როგორ აოცებს ეს ქვეყანა მსოფლიოს ინოვაციური პროექტებით.რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი მასზე, როცა დავგეგმავთ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას.
გაიგებთ, თუ რატომ არის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქი ამსტერდამი და რა უნდა გავითვალისწინოთ აქ მოხვედრისას. ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ხვალ გადაცემაში სანდრა რულოვსი და ელისაბედ ქობალია მოგვიყვებიან. დატკბით ულამაზესი ჰოლანდიით და იმოგზაურეთ წამყვანებთან ერთად ფერად სამყაროში.