გუშინ და დღეს სოხუმში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეების სოხუმკას, ბასლასა და აძაპშის ადიდების შედეგად სოხუმში წყალდიდობაა. სოხუმის ცენტრალური სადგურის ტერიტორია სრულიად დატბორილია.დატბორილია ასევე ახალი ათონი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეცვლილია ან შეჩერებულია. მსხვერპლი არ არის – ადგილობრივი მედია წერს.