-
2016-04-06 03:36
ტვ "იმედის" გადაცემაში "დრო ფულია" ერთერთმა მოთამაშემ "სერიოზულად დამაბნეველი" უწოდა პირველი, მარტივი ეტაპის შეკითხვას: "ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი?". ჩამოთვლილი ვარიანტებიდან (ზვიად გამსახურდია, ნოე ჟორდანია, ედუარდ შევარდნაძე, ნოე რამიშვილი) მას ერთის არჩევა გაუჭირდა და წამყვანმა დარბაზის დახმარება შესთავაზა.
დარბაზში მყოფთა 83%-მა პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია მიუთითა, 7-7%-მა მიუთითა ნოე ჟორდანია და ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 3%-მა მიიჩნია, რომ მოთამაშეს მეოთხე ვარიანტი - ნოე რამიშვილი უნდა დაესახელებინა.
შეგახსენებთ, ეს შეკითხვა რიგით მეოთხე იყო. ამ კონკრეტულმა მოთამაშემ მხოლოდ 5 შეკითხვას უპასუხა, აქედან ერთს - დარბაზის დახრაბით, ხოლო მე-6 შეკითხვაზე არასწორი პასუხის გამო თამაში წააგო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02