36 წლის ქალის ბოლო წერილი: „ნუ ეტყვით ჩემს შვილს, თითქოს სამოთხეში ვარ - ეგონება, სხვაგან გადავბარგდი და მივატოვე...“

Image

ჰიზერი 2013 წელს, 36 წლისა გარდაიცვალა. მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და საბოლოოდ, კიბომ მისი სიცოცხლე შეიწირა. ჰიზერის სიკვდილის შემდეგ მისმა ქმარმა ჯეფმა შეასრულა ცოლის ანდერძი და მისი ბოლო წერილი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:

 

„სალამი ყველას! 

 

თქვენთვის კარგი და ცუდი ამბავი მაქვს.
ცუდი ამბავი ისაა, რომ, როგორც ჩანს, მე ცოცხალი აღარ ვარ. კარგი ამბავი - თუ ამ წერილს კითხულობთ, ე.ი. თქვენ ცოცხალი ხართ.

 

მე ძალიან მიხარია, რომ სიყვარულით, სიხარულითა და საოცარი მეგობრებით სავსე სიცოცხლე განვვლე. მე გამიმართლა და, მართალი გითხრათ, არაფერს ვნანობ, რადგან ცხოვრების სისავსის შესაცნობად და შესაგრძნობად ჩემს ენერგიას ბოლომდე ვხარჯავდი. და ამ საოცარი სიცოცხლის გამო, თქვენ, ყველანი, მიყვარხართ.

 

იმის მიუხედავად, რომელ რელიგიას მოაქვს კომფორტი თქვენს ცხოვრებაში, მე მოხარული ვარ, რომ ის თქვენ გაქვთ. ამასთან, მე გთხოვთ, პატივი სცეთ იმასაც, რომ ჩვენ რელიგიურები არ ვართ.

 

ძალიან, ძალიან გთხოვთ, არ უთხრათ ბრიანას, რომ თითქოს მე სამოთხეში ვარ. მისთვის ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მე სხვაგან გადაბარგება ვამჯობინე და ის მივატოვე.

 

სინამდვილეში მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ვიყო მასთან აქ და სხვაგან არსად. უკეთესია არსად ვიყო, ვიდრე არ ვიყო მასთან და ჯეფთან. გთხოვთ, ნუ დააბნევთ მას, დაე, მან წამით მაინც დაიჯეროს, რომ ასე არ არის. რადგან მე ზაცაში და ანგელოზებთან კი არა, აქ ვარ. მაგრამ უკვე იმ სხეულის გარეშე, რომელმაც მიღალატა და ჩემს საწინააღმდეგოდ შემობრუნდა.

 

ჩემი ენერგია, ჩემი სიყვარული, ჩემი სიცილი, ეს წარმოუდგენლად კარგი მოგონებები - ყველაფერი ეს აქაა, თქვენთან. გთხოვთ, ნუ გამიხსენებთ დანანებითა და მწუხარებით. გაიღიმეთ იმ შეგრძნებით, რომ მე აქ ვიყავი, ვიყავი თქვენთან ერთად და ეს იყო ძალიან საოცარი. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ადამიანები იცინიან და იღიმიან, ამიტომაც, ამ წერილის ბოლოს ტრაგიზმის შემცველ სიტყვებზე კონცენტრირების ნაცვლად, მოგონებებზე გაიცინეთ - იმ მოგონებებზე, რაც მხიარულებასთან გვაკავშირებს.

 

გთხოვთ, მოუყევით ბრიანას ისტორია იმაზე, თუ როგორ ძალიან მიყვარს და უთხარით, რომ მე მუდამ ვიამაყებ მისით. რადგან ამქვეყნად მე არაფერი მომწონს და მიყვარს ისე, როგორც ბრიანას დედობა. მასთან გატარებული ნებისმიერი მონაკვეთი ისეთი ბედნიერებით იყო სავსე, როგორსაც ვერც წარმოვიდგენდი, სანამ ჩვენი სამყარო არ დაინგრა.

 

ჰო - ნუ ეტყვით მას, რომ კიბოთი მოვკვდი. რადგან კიბოს შეუძლია ყველაფერი წამართვას, მაგრამ ვერასდროს წამართმევს ჩემს სიყვარულს, იმედსა და სიხარულს. ეს არ ყოფილა ბრძოლა. ეს იყო, უბრალოდ, ცხოვრება, რომელიც ხანდახან სასტიკი და დაუნდობელია. მე არ წამიგია მასთან, დალახვროს ეშმაკმა. მე ვცხოვრობდი კიბოსთან ერთად ბევრი წლის განმავლობაში და ეს დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. გთხოვთ, გახსოვდეთ ეს.

 

ყველაზე მთავარი: წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრების 10 წელი ჩემს საუკეთესო მეგობართან, ჯეფთან ერთად გავატარე.

 

ნამდვილი სიყვარული და მონათესავე სულები არსებობენ. ჯეფთან გატარებული ყოველი დღე სიყვარულითა და მხიარულებით იყო სავსე. ის სამყაროში საუკეთესო ქმარია. როცა თავს ეს კიბო დამატყდა, მას წამითაც არ უყოყმანია, მაშინ როცა ასეთ დროს ადამიანებს უნდებათ, მიატოვონ ყველაფერი და გაიქცნენ. ყველაზე ცუდ დღეებშიც კი, ჩვენ ვპოულობდით მიზეზს სიცილისთვის. მე ის ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს და მჯერა, რომ ჩემი სიყვარული განსაკუთრებულია და მას შეუძლია, სამუდამოდ იცოცხლოს.

 

მე შენ მიყვარხარ, ჯეფ. მე საოცრებად მეჩვენება, რომ ბრიანა ჩვენი სიყვარულის განხორციელებაა რეალურ სამყაროში - ეს მშვენიერია. და ეს მე გულსაც მიტეხავს, რადგან მომიწევს გითხრათ „მშვიდობით“.

 

ადამიანების უმრავლესობა უცაბედად კვდება და მორჩა. მე გამიმართლა, დრო მომეცა, რომ მოვმზადებულიყავი. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ოჯახს ჩემი წასვლის სიმძიმე შევუმსუბუქო. ყველა სხვადასხვაგვარად გლოვობს. მაგრამ თუ არსებობს საშუალება, რითაც მე კომფორტის მიღწევას შევძლებ, მე მას გამოვიყენებ. ამას ჩემთვის სიმშვიდე მოაქვს.

 

მეგობრებო, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ და თქვენი მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ ყველა ექიმისა და მედდის, რომლებიც მეხმარებოდნენ. ეჭვი არ მეპარება, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ყველა მეგობარს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. თუ ჩემს დაკრძალვაზე მოხვალთ, ნუ იტირებთ, გთხოვთ... უკეთესი იქნება, თუკი ბარში ჩემ სახელზე იცეკვებთ.

 

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის იმის სანახევროდ მაინც სევდიანია, როგორიც ჩემთვისაა, ესეც კი გამიტეხავს გულს, რადგან ყველაზე ნაკლებად მინდოდა, თქვენ დამესევდიანებინეთ. იმედი მაქვს, თანდათან თქვენ შეძლებთ, ღიმილით მომიგონოთ, რადგან ჩვენ ღიმილიანი და განუმეორებელი ცხოვრება გვქონდა...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !