-
2015-09-10 00:32
"თუ ყინულის ნატეხი დაგივარდა, ფეხით მაცივრის ქვეშ შეაგდე"...
1. ნურასოდეს ეკვეთები საქმეს დიდი შემართებით. თუ საკმარისად მოიცდის. საბოლოოდ მას ვინმე სხვა გააკეთებს;
2. რაც უფრო შორსაა პულტი, მით უფრო სასურველია გადაცემა, რომელიც ტელევიზორში გადის;
3. თუ რამეს ვერ წვდები, არც გჭირდება. ამგვარი მიდგომა ფიზიკურ რეფლექსად უნდა აქციო;
4. დამღლელი ლექციების შემდეგ სახლში მისულს ვერავინ გაგიგებს და განუგეშებს ისე როგორც ფუმფულა ტახტი;
5. მაქსიმალურად აარიდე სამუშაოს თავი, მაგრამ თუ დასაქმება გარდაუვალია მაღალ პოზიციებს დაუმიზნე, იქ ხომ ცნობილი უსაქმურები არიან;
6. ყველაზე პროდუქტიული რამ რისი გაკეთებაც შეგიძლია, ძილია;
7. თუ დაინახავ რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას (თანადგომა ხომ ჰუმანურობის საფუძველია);
8. რაც საწოლქვეშ ვარდება, იკარგება. სამუდამოდ;
9. თუ ვინმემ ლექციაზე ძილში გამოგიჭირა, ნელა ასწიე თავი და თქვი: „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
10. თუ გაგვიანდება, საერთოდაც აღარ წახვიდე, რათა არაპუნქტუალურობაში არ დაგდონ ბრალი;
11. “ხვალ“ ლათინური სიტყვაა და ქართულად იმ დროს აღნიშნავს, როცა ყველაფერს გააკეთებ, რაც დაგეგმილი გაქვს;
12. რაც არ გვღლის, გვაძლიერებს;
13. კურდღლები დახტიან და 8 წელი ცხოვრობენ. ძაღლები დარბიან და 15 წლამდე ქაჩავენ. კუები კი თითქმის არაფერს აკეთებენ და 150 წლამდე ძლებენ. მგონი, ყველაფერი გასაგებია.
ბექა ბერულავა, "სტუდინფო"