
ოდესაში ახალი პატრულ-პოლიციელების შესახებ სოციალურ ქსელებში პირველი პოზიტიური ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ ეხმარება პოლიციელი გზის გადაკვეთაში მოხუც ქალს, რომელიც გზაზე გადასვლას წითელ ფერზე ცდილობდა.
"აი, ეს არის ხუნტის ბარბაროსობა, ამის წინააღმდეგ ამხედრდა დონბასი" - ირონიულად აღნიშნავს ერთი უკრაინელი იუზერი ვიდეოს კომენტირებისას, ხოლო სხვა წერს: "ეკა ზღულაძემ საპატრულო პოლიციაში ისეთი მომხიბვლელი ადამიანები მიიღო, როგორიც თავადაა".