-
2015-08-28 14:58
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზუმში (უკრ. - Ізюм) მოხდარ შემთხვევაზე "ფეისბუქში" ვიაჩესლავ საველიევი წერს, რომელიც თავად გახდა თვითმხილველი, რაც მოხდა.
"ვზივარ იზუმის "მარშრუტკაში". ვხედავ, ქუჩაში მიდის ორი გოგო, ხელჩანთებზე ყვითელი და ლურჯი ლენტები შეუბამთ. მძღოლმა მისალმების ნიშნად კლაქსონს დააჭირა ხელი. სალონში ვატნიკი (ამ ტერმინით რუს ურაპატრიოტებს მოიხსენიებენ, - ლ.ბ.) მგზავრების ნაწილი აყაყანდა: "ჩვენ რუსეთისკენ ვართ, ესენი ამერიკელების წაქეზებულები არიან";
მძღოლმა მშვიდად ჩართო ციმციმა, მანქანა გადააყენა და სალონში მყოფთ მიმართა: "ყველას, ვინც უკრაინის წინააღმდეგია, გთხოვთ, დატოვოთ მანქანა. ბილეთების ფულს ვაბრუნებ. სამამდე ვითვლი!.."
მე სიცილი წამსკდა ვატნიკების სახის შემყურეს და ამაყი ვიყავი უკრაინის გამო", - წერს ვიაჩესლავ სეველიევი.