-
2015-08-27 14:30
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ლვოვში ახალი საპატრულო პოლიციის ამოქმედებასთან დაკავშირებით თავისი ემოციური სიტყვის შინაარსს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.
„გასული წლის 29 მაისს ღირსეული ლვოველი სერგეი კულჩიცკი დაიღუპა. ადამიანი, რომელსაც ყველანი ვიცნობდით და ვაფასებდით, ადამიანი, რომელსაც ოვაციით ხვდებოდნენ ჯარისკაცები.
15 თვის წინ მასთან ერთად ჩვენ დიდი საქმე - უკრაინის ახალი ეროვნული გვარდიის ფორმირება დავიწყეთ. გვარდიისა, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა რუს ოკუპანტებს, რომელმაც დაიცვა პოზიციები, ქვეყანა, აგრესიის პირველი დღეებიდანვე, ეყრდნობოდა რა მოხალისეებსა და მაიდნიდან მოსული აქტივისტების შემარტებას.
სერგეი პეტრეს ძე სლავიანსკთან, ყარაჩუნის მთებში დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება.
და აი, დღეს ჩვენ ლვოვში კიდევ ერთ ახალ საქმეს ვიწყებთ - უკრაინის ახალი პოლიციის ფორმირებას. ახალი პოლიცია - ეს ახალი ხარისხი, ახალი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა იმისა, რომ ემსახურო და დაიცვა.
და მე მოხარული ვარ, ჩემთვის ეს მოულოდნელობაცაა და პატივიც, რომ თქვენს შორის, იმ პოლიციელებს შორის, რომლებმაც ფიცი მიიღეთ, დღეს არის ირინა კულჩიცკაია - გმირის რძალი, ვისთვისაც ის იყო ნამდვილი მამა, ისევე, როგორც თავისი ჯარისკაცებისთვის.
ირინამ გაიარა ყველა უმკაცრესი შერცევის ტური და თავისი ავტორიტეტით, პროფესიონალიზმით დაიმსახურა ლვოვის საპატრულო პოლიციის პირველი ბატალიონის მესამე ასეულის მეთაურის მოადგილის თანამდებობა.
ეს გახლავთ თაობათა შორის ის კავშირი, რაც ჩვენს სახელმწიფოს ხდის ძლევამოსილს.
დიდება უკრაინას!“.
არსენ ავაკოვი

