
24 წლის რეპორტიორი ალისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი ამერიკული ტელეარხის WDBJ7-ის პირდაპირ ეთერში მოკლეს. რეპორტიორი მაშინ მოკლეს, როცა ის ინტერვიუს იწერდა. შემთხვევა ბრიჯუოტერ პლაზაზე მოხდა.
პირდაპირ ეთერში ჩანს მამაკაცის სხეული, რომელმაც ორ ადამიანს ესროლა. ასევე, პირდაპირ ეთერში გამოჩნდა ელისონ პარკერი, რომელიც გარბის, ხოლო თავდამსხმელი მისი მისამართით ისვრის.