-
2015-06-10 07:08
რუსი ბოევიკებისა და სეპარატისტული ძალების მიერ ოკუპირებულ დონეცკში „დონეცკელი ლამაზმანი 2015“-ის შესარჩევი ტური ჩატარდა. ღონისძიება დაანონსდა, როგორც სილამაზისა და ტალანტის საქველმოქმედო კონკურსი. ის ღამის კლუბ „ჩიკაგოში“ გაიმართა.
კონკურსანტების დავალება ასე იყო ფორმულირებული: „დონეცკის თანამედროვე გოგონას პატრიოტული სახის წარმოჩენა და რესპუბლიკის ახალგაზრდობის სამოქალაქო პოზიციის ფორმირება“.
კონკურსში 18-დან 35 წლამდე ასაკის 30 ქალბატონი მონაწილეობდა. ჟიურის თავმჯდომარე იყო „მოხალისე მებრძოლი“ აფხაზეთიდან სტავროს ბაგათელია.
გოგოებმა თავიანთი სხეული წარმოაჩინეს. ღონისძიების პროგრამის მიხედვით, ისინი ბიკინითაც გამოვიდნენ, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც 4 ივლის „მის დონეცკის რესპუბლიკის“ ტიტულს გაითამაშებენ, ორგანიზატორებმა ხატებით დააჯილდოვეს და დაჰპირდნენ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მიიღებდნენ მონაწილეობას.






თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43