
„პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ 35 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი გია ზარანდია, იგივე „გია გალსკი“ ამ დღეებში დაქორწინდა და მისი რჩეული პოპულარული მომღერალი გახდა.
„გია გალსკის“ ცოლი ჯგუფ T.a.T.u – ს სოლისტი „ჩერნენკო“, მომღერალი და მსახიობი იულია ვოლკოვა გახდა. გამოცემის ინფორმაციით, წყვილმა თანაცხოვრება ოფიციალურ ქორწინებამდე ადრე დაიწყო და უკვე შვილს ელოდება. „პრაიმ კრაიმი“ გია გალსკის პოზიციაზეც წერს, კლანურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ თავისუფლებაზე მყოფი „კანონიერი ქურდებიდან“ ძმები ქარდავების ერთგული მხოლოდ „გია გალსკი“ და „ანდრეი კალინინგრადსკი“ დარჩნენ.