-
2015-06-06 04:33
ინტერნეტჰიტად იქცა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ჩააგდო ნოკაუტში პენსიონერის ასაკის მამაკაცმა ორი ახალგაზრდა, როცა ისინი მას აუხირდნენ.
კადრში ჩანს, რომ ხანდაზმულ, მშვიდად მდგარ მამაკაცს ჯერ ერთი ახალგაზრდა უმტკიცებს რაღაცას აგრესიულად, ხოლო მას შემდეგ, რაც პენსიონერი მას მოკრივის ილეთით ყბაში მუშტს ურტყამს, მეგობრის დაცვას მეორე ახალგაზრდა ცდილობს, რომელიც ასევე ძლიერი დარტყმის შემდეგ ასფალტზე იშხლართება. ინციდენტის თვითმხილველები გახდნენ კიდევ ერთი ახალგაზრდა და დაცვის წარმომადგენელი, თუმცა, ისინი კონფლიქტში არ ჩარეულან.