
ინდონეზიური პორტალის Surabaya News-ის მონაცემებით, ყაზახმა ფრენბურთელმა ქალმა საბინა ალტინბეკოვამ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ქალების სიაში მარია შარაპოვას გაუსწრო. მეორე ადგილი სიაში ამერიკელმა სპორტსმენმა დაიკავა.
18 წლის ყაზახი ფრენბურთელის მიმართ პორტალმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მეორე ადგილზე გასული ამერიკელი 2012 წელს სპორტულ ტანვარჯიშში გუნდური პირველობის დროს ოლიმპიური ჩემპიონი მაკკაილა მარონია. ის ცნობილია თავისი მიმიკითაც: როცა მაკკაილამ ხტომაში ვერცხლის მედალი აიღო. შემდგომ მან მსგავსი მიმიკით ფოტო აშშ-ის პრეზიდენტ ობამასთანაც გადაიღო.
რაც შეეხება მარია შარაპოვას, ის ამ სიაში მესამე ადგილს დასჯერდა.