რუსი ექსტრასენსი ბიძინა ივანიშვილსა და კახი კალაძეს „ზეციური ძალების რისხვას“ უწინასწარმეტყველებს

Image

საქართველოში ანტირუსული განწყობის გაძლიერებაში ბნელი ძალები არიან დამნაშავე, - ამის შესახებ ნათქვამია რუსი ექსტრასენსის დენის ხოლოდნიცკის ინტერვიუში, რომელიც „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა. 

 

„ექსტრასენსთა ბრძოლის“ მეხუთე ეტაპის მონაწილე აცხადებს, რომ გარკვეული რიტუალების ჩატარებისას დაასკვნა - საქართველოს ენეგრეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბნელი ასტრალური არსებების გავლენის ქვეშ მოექცა. მისი თქმით, კალაძე რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენაცაა მიდრეკილი, თუმცა, ნაპოლეონის ნაცვლად, დამარცხებისთვისაა განწირული. თუმცა, თუ ექსტრასენსს დავუჯერებთ, ამ დრომდე კალაძე საკმაოდ მძლავრ პოზიციებს ფლობს და“ანტირუსულ განწყობებს აღვივებს“.

 

„ექსტრასენსი შიშობს, რომ კალაძის ბნელი გავლენის ქვეშ, შესაძლოა, საქართველოს არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოექცეს. თუ კალაძე ივანიშვილს თანამზრახველად გაიხდის, ეს უკანასკნელი დიდ უსიამოვნებაში გაეხვევა, რადგან ივანიშვილის ბიზნესი პოლტიკასთანაა კავშირში, ხოლო ირაციონალური ძალების ჩარევის გარეშე ცხადი გახდება, რომ რუსეთთან კონფლიქტი მსაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

 

„ივანიშვილი, შესაძლოა, ადვილად მოექცეს კალაძის გავლენის ქვეშ! და მაშინ იმ უმაღლესი ძალების მრისხანება, რომლებიც სამართლიანობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან, სასტიკი იქნება“, - ამბობს რუსი ექსტარსენსი.

 

ექსტრასენსი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი დგას. „შენისშნულია, რომ დროთა განმავლობაში მის სახეზე ჩნდებოდა არაადამიანური გრიმასები, რაც ბნელი ძალებისადმი მის კუთვნილებას ააშკარავებს“, - მიიჩნევს ხოლოდნიცკი.

 

მისი თქმით, ახლა საქართველოს აღმასვლის გზას ადგას. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ანტირუსული განწყობა ღვივდება და „ამერიკელი სამხედროები ბატონობენ“, ექსტარსენსის აზრით, უბრალო ადამიანები სულ უფრო და უფრო ესწრაფვიან მათი ჩრდილოელი მეზობლებისკენ: „ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა და პოლიტიკა. ეს ზეციური ძალების, კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა“, - ამბობს ხოლოდნიცკი ინტერვიუში.

 

„საკრალურის გათვალისწინება და უმაღლესი ღირებულების წვდომა - ეს გახლავთ მთავარი, რასაც მე ქართველ ხალხს ვუსურვებ“, - ასე ასრულებს ინტერვიუს დენის ხოლოდნიცკი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !