-
2015-06-03 01:08
დომენიკის რესპუბლიკაში, Volvo XC60-ის პრეზენტაციაზე მომხდარი კურიოზი მსოფლიო ჰიტად იქცა: ვიდეომ უკვე ოთხ მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
მწარმოებლები ახალი სერვისის პრეზენტაციას გეგმავდნენ, რომელზეც ქვეითთა ავტომატური აღმოჩენის სენსორები უნდა ამუშავებულიყო, რასაც ავტომანქანის ასევე ავტომატური დამუხრუჭება უნდა მოჰყოლოდა.
პრეზენტაცია ინციდენტით დასრულდა და ექსპერიმენტის მონაწილე ორი ადამიანი კინაღამ მანქანის ბორბლებქვეშ აღმოჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, ისინი მხოლოდ დაბეჟილობით გადარჩნენ.